სიახლეები
სკოლები

მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
28-04-2023
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

ბავშვებმა გარემოსდაცვითი დღესასწაული გორის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს.

„ყველაზე ამაღელვებელი დღე იყო ჩემი პატარებისთვის, მათ შეხვედრა ჰქონდათ, გორის N10 საჯარო სკოლასთან, მეორეკლასელები სხვადასხვა რეგიონიდან, რაიონიდან ერთმანეთს გაეცნენ, სტუმრებმა შემოგვთავაზეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა დედამიწის დღესთან დაკავშირებით. ჩვენმა პატარებმაც აუბეს მხარი და შემოთავაზებული დავალება პირნათლად შეასრულეს“ , - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ისინი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

გორის N10 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ცირა ბუჯიაშვილმა, მოსწავლეებს დედამიწის დაბინძურებისა და გარემოზე ზრუნვის შესახებ ანიმაციური ფილმი აჩვენა.

მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ნანა გუჯეჯიანმა და ნონა პაპასკირმა კი ქართულ ენასა და ბუნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც თემატიკურად ეხებოდა აღნიშნულ დღეს.

„მეგობრობა, რომელიც ონლაინ გაკვეთილით დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება. დაიგეგმება შეხვედრა და ექსკურსია როგორც გორში, ასევე მუხურში. ყველაზე კარგი, რაც პატარების მეხსიერებს შემორჩება დღევანდელი დღიდან, არის მაგალითი იმისა, რომ დედამიწა ჩვენი სახლია. დიდი სახლი, სადაც გვიყვარს ერთმანეთი და ვზრუნავთ გარემოზე“, - ამბობენ სკოლაში.

22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება