მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები პედაგოგებთან ერთად, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა და მას კვირეული მიეძღვნა.
კვირეული საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა.
„პატარებმა ქართული ასო-ბგერები, ანბანის რიგის მიხედვით დაალაგეს და ხმოვნები აარჩიეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
კვირეული ასევე მოიცავდა საინტერესო თამაშს, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა როლი მოირგეს - „მგელს“ დაჭერილი „კრავისთვის“ უნდა მიეწოდებინა სიტყვა და მოეფიქრებინა წინადადებები.
სკოლაში ასევე მოეწყო კითხვისა და წერის კონკურსი, რომლის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“