ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს შემოქმედებითი აქტივობები მიუძღვნეს
28-04-2023
დაკოპირებულია
-
+
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს.
მეექვსეკლასელებმა, ხელნაკეთი წიგნი დაამზადეს, რომელშიც ვაჟა-ფშაველას მოთხრობების ადაპტირებულ ვარიანტს მოუყარეს თავი, ის ილუსტრაციებით გააფორმეს და სიმბოლურად მე-3 კლასის მოსწავლეებს გადასცეს.
აღნიშვნას, მეცხრეკლასელებიც შეუერთდნენ, მათ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით პატარა წიგნები დაამზადეს, რომლებიც პირველი კლასის მოსწავლეებს გადასცეს.
მოსწავლეებმა ვიდეოჩვენების საშუალებით, წიგნის დღის მნიშვნელობა გაიგეს.
ცნობისთვის, 1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.