მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ნახატები შექმნეს.
მათ თემატური ლექსები წაიკითხეს, ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
ისინი გაერთიანდნენ ლოზუნგის - „გადავარჩინოთ დედამიწა“ გარშემო და ასევე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვა.
„გიყვარდეთ ერთმანეთი, გაიღიმეთ, გჯეროდეთ სასწაულის. არასოდეს შეურაცხყოთ ერთმანეთი, პატივი ეცით ყველას, ვინც ჩვენთანაა დედამიწაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“