მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში ქართულისა და ბიოლოგიის კლუბის მონაწილეობით, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
2. სკოლის ეზოს გაზონის გასუფთავება სარეველა მცენარეებიდან;
3. მდინარე ბოლოყოს ტერიტორიის დასუფთავება;
ბოლოს კი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაჩვეულებრივ ბუნებაში, რომლითაც უხვად დაგვაჯილდოვა დედამიწამ, მოსწავლეებმა პიკნიკი მოაწყვეს.
აქტივობებში მოსწავლეები ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“