მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებს პოეტი ტარიელ ხერხელაური ესტუმრა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს.
მოსწავლეები ასევე მიწვეულ სტუმარს გაესაუბრნენ, დაუსვეს შეკითხვები და მისი წაკითხული ლექსები მოისმინეს.
„ბავშვებმა წარადგინეს მათი შექმნილი ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ტარიელ ხარხელაურის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, ლექსები, სტატიები, ინტერვიუები. მოსწავლეები მომავალშიც ერთგულად განაგრძობენ გვერდის მართვასა და სიახლეების განთავსებას“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
„მათ აამღერეს ცნობილი ლექსი - „შენ ჩემო დიდო ტკივილო“, სკოლის ბიბლიოთეკარმა, კალიგრაფმა და პოეტმა - ცირა ბულაშვილმა ლექსიც კი მიუძღვნა ბატონ ტარიელს, წაუკითხა და საჩუქრადაც გადასცა თავისი ორიგინალური ხელწერით შესრულებული“, - ამბობენ სკოლაში.
აღნიშნული დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის.
„მოსწავლეებისთვის, სასკოლო საზოგადოებისთვისა და სრულიად ქალაქისათვის დიდი პატივი იყო ბატონი ტარიელ ხერხელაურის სტუმრობა. ცოცხალი სიტყვის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება და ემოცია აღებეჭდა თითოეული მოსწავლის გულსა და გონებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები და სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა ეწყობა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“