როგორ უნდა დაადასტუროთ მიღებული ატესტატის ნამდვილობა - დეტალები
19-06-2023
დაკოპირებულია
-
+
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილები შევიდა.
ბრძანების მიხედვით, საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლის/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და მის მიერ მიღებული განათლების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი მონაცემებს ამოწმებს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფორმირებამდე, აღნიშნულისგან განსხვავებულ საფუძველზე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლის/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი იკვლევს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების სტატუსისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.