მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად კი, დედამიწის დღე აღნიშნეს, რასთან დაკავშირებითაც კვირეული მოეწყო.
22 აპრილი -დედამიწის დღეა. სკოლაში ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული. სკოლის დირექტორის, დოდო ჩახუნაშვილის, პედაგოგების - დავით გაბუნიას, ზაზა აბრამიძის, ნანა კოპალეიშვილის, ანჟელა დვალიშვილის ჩართულობით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობით პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, განხორციელდა
მათ სკოლის ეზოში ნაძვები, სხვადასხვა ჯიშის ყვავილები დარგეს, გამოუშვეს კედლის გაზეთი.
„კვირეული გრძელდება. პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ მდგრადი განვითარების მიზნებს, გააცნობიერონ მათი მნიშვნელობა და იმოქმედონ მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“