მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში I კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
ისინი ნინო გოგოლაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ, გამართეს დისკუსია თემაზე, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდნენ დედამიწას. გარდა ამისა, შექმნეს თემატური ნამუშევრები და გააფერადეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. ისაუბრეს დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობაზეც.
„მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. გამოხატეს მზრუნველობითი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ბუნების მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“