სიახლეები
სკოლები

ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
01-05-2023
-
+


ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში დედამიწის კვირეული გაიმართა. მისი მიზანი იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გაეთავისებინათ, რომ დედამიწაზე ზრუნვა მხოლოდ ერთ დღეს ან ერთ კვირას კი არ უნდა მოიცავდეს, არამედ მუდმივად უნდა გააგრძელონ. 
 
მოსწავლეებმა კვირეულის დასკვნითი ღონისძიებისას განმარტეს, თუ რა გზით უნდა გადაჭრან ეკოლოგიური პრობლემები. მათ დაასუფთავეს სკოლის ეზო, გააკეთეს ჩანახატები, აპლიკაციები და მოიძიეს ინფორმაცია როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. პროექტში ხელოვნების და ინგლისურის მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ. 
 
აქტივობები ბუნებისმეტყველების, ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირების ფარგლებში გაიმართა.

„ბავშვებმა იციან, რომ გარემოს დაცვა მათი მომავლის დაცვას ნიშნავს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება