მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს მონდომებით აღნიშნავს.
ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში, სახელმწიფო ენის კათედრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და ქართული ხალხური ზღაპრები წარადგინეს.
მათ სხვადასხვა ზღაპრის გმირების როლები მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“