ჭალადიდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
01-05-2023
დაკოპირებულია
-
+
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
სკოლაში, ამ გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგია-გეოგრაფიის მასწავლებელმა - შორენა მურუსიძემ, საინტერესო პროექტი განახორციელა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:
1. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია;
2. მათ დაახარისხეს მოძიებული ინფორმაცია - გამოარჩიეს მათგან მნიშვნელოვანი და აუცილებელი;
3. მასწავლებელთან ერთად, ბავშვებმა დაამზადეს პოსტერები, გამოუშვეს კედლის გაზეთი;
4. სკოლაში მოეწყო პრეზენტაცია.
აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეებისთვის ეს პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მას იმდენად სერიოზულად მოეკიდნენ, იმდენად კარგად იმუშავეს, რომ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს პროექტი ბავშვებს სააზროვნო უნარების განვითარებაში დაემხარება.
მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.