მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელი ელენე კუბლაშვილი ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებს.
IIა კლასის მოსწავლის სახელზე, მისი სკოლის, დამრიგებლისა და მშობლების საამაყოდ არაერთი წარმატებაა.
ამჯერად, მოსწავლემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი გაიარა ბრწყინვალედ და ოქროს დიპლომი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ელენეს მეცხრე გამარჯვებაა.
მასზე განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი და პედაგოგი, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეს მორიგ წარმატებას ულოცავენ.
„ელენე izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური და ნიჭიერი წევრია. საამაყო მოსწავლემ, პედაგოგმა და მშობლებმა ეს წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვეს. წარმატებები ელენეს და მის პედაგოგს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“