სიახლეები
სკოლები

„ბავშვთა უფლებების სწავლება ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაციით“- გაეცანით ქუთაისის N12 სკოლის პედაგოგ ეკა მაჩიტაძის საინტერესო სტატიას
01-05-2023
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ეკა მაჩიტაძე მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ის სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს იყენებს. მოსწავლეები კი მისი ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, ეკა მაჩიტაძემ სტატია - „ბავშვთა უფლებების სწავლება ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაციით“, მოამზადა.

ის ნაშრომის საშუალებით ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს უზიარებს.   

ბავშვთა უფლებების სწავლება ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაციით

მოცემულ სტატიაში აღნიშნულია თუ რა მნიშვნელობა აქვს დაწყებით საფეხურზე ბავშვთა უფლებების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ფორმალურ დ ა არაფორმალურ განათლებაში.

დროთა განმავლობაში იცვლება წარმოდგენები საგაკვეთილო პროცესის შესახებ. თანამედროვე გაკვეთილი აღარ მოიცავს ამ ცნების  ტრადიციულ გაგებას. მუდმივად ერთ სივრცეში სწავლების პროცესს. მასწავლებლებს აქვთ თავისუფლება სხვადასხვა გზით მიაღწიონ სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს და აირჩიონ სწავლების სხვადასხვა ფორმა. განათლების მკვლევრები, ფსიქოლოგები და თეორეტიკოსები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე.

როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში დიდი ადგილი უკავია მედიაწიგნიერებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით საგაკვეთილო პროცესი ბევრად უფრო საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და მოსწავლეებისათვის სახალისო ხდება. რაც შეეხება არაფორმალური განათლების პროცესს, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის იგი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მით უფრო, თუ არაფორმალური განათლების ფარგლებში საგაკვეთილო პროცესს დავგეგმავთ განსხვავებულ გარემოში, როდესაც ცოდნის კონსტრუირება საკლასო ოთახის კედლებს სცდება.

ჩემს მრავალწლიან პრაქტიკაზე დაკვირვების საფუძველზე აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვთა უფლებების კონვენცია  მაინც რთული დასაძლევია თუ არ მოხდა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან გამოცდილებებით სწავლა.  ინტეგრირება პრაქტიკასთან და სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან  დაკავშირება.

მე, როგორც პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, მივხვდი, რომ ზემოთხსენებული საკითხი  საჭიროებდა ინფორმაციულ შევსებას და პრაქტიკული დავალებებით გამდიდრებას. ამიტომ  გადავწყვიტე გამემრავალფეროვნებინა  აღნიშნული თემა. შემეტანა მასში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები და ბავშვთა უფლებების კონვენცია ამგვარად მესწავლებინა.  საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში, აღნიშნული პრობლემის საფუძველზე , დავგეგმე საგაკვეთილო ციკლი ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე, რომლის ფარგლებშიც გავწერე რამდენიმე გაკვეთილი სამი კვირის განმავლობაში, საგანში- ,,მე და საზოგადოება“ მე-3 (ა) და მე-3 (ბ)  კლასში, ორ პარალელ კლასს შორის, კლასთა ინტეგრირებით დავგეგმე მრავალფეროვანი და მიზნის შესაბამისი აქტივობები. აქტივობების დაგემვისას განვსაზღვრე მშობლის როლიც.  ესგ-ის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ კომპეტენციებში.

რა ადგილი გვიჭირავს მე და ჩემს თანატოლებს თემის ცხოვრებაში? (საზ.მეც.დაწყ.(I).1,13.)

 რა განასხვავებს და რა აერთიანებს ჩვენი თემის წევრებს? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 10, 14)

აქტივობათა თანმიმდევრობა:

  1. მოსწავლეებმა გამოკითხეს თანატოლები იციან თუ არა რაიმე ბავშვთა უფლებების შესახებ? რა არის უფლება? რა არის მოვალეობა? შეგროვებული მონაცემები დაახარისხეს და გამოიტანეს დასკვნები, რომ მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ
  2. ინტერვიუ მშობლებთან- დედა, მამა, თქვენს ასაკში სწავლობდით თუ არა ბავშვთა უფლებებს სკოლაში? იცოდით კონვენციის შესახებ? აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ჩაიწერეს ჩანაწერთა დღიურებში, მოვაწყვეთ ჯგუფური მუშაობა შედეგების ანალიზისთვის და აღმოჩნდა, რომ მშობელთა უდიდესი ნაწილი ბავშვობაში არ იყო ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ და არც კონვენციას ასწავლიდნენ სკოლაში.
  3. სახელმძღვანელო წიგნზე მუშაობა- ჯგუფური მუშაობის საფუძველზე გავმართეთ კლასში პრეზენტაცია რა ყოფილა უფლება? რას ნიშნავს სიტყვა-მოვალეობა? რისი უფლება აქვთ ბავშვებს? რატომ არის ცალკე გამოყოფილი ბავშვთა უფლებები და არ არის იგი გაერთიანებული ადამიანთა უფლებებთან? როდის მიიღეს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ და სხვა.
  4. მედიაწიგნიერება- მოვიძიე სასწავლო ვიდეორესურსები, სადაც ანიმაციური პერსონაჟები განასახიერებენ სიტუაციურ ამოცანებს. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს კონვენციის რომელი მუხლია დარღვეული. მოცემულ შემთხვევებს თან ახლდა ქეისები, ფასილიტაციას ვუწევდი მოსწავლეთა მსჯელობებს, კრიტიკულ აზროვნებას, დებატს, დასკვნების გამოტანის დროს ვაძლევდი ბიძგის მიმცემ შეკითხვებს.

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში მედიაწიგნიერებას უმნიშვნელოვანესი მისია აქვს,  მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიტიკური და  კრიტიკული აზროვნების უნარი, მსჯელობენ, აყალიბებენ არგუმენტებს, გამოაქვთ დასკვნები, რაც ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

  1. მეხუთე აქტივობაში მოსწავლეები გამოვიყვანე სკოლის ეზოში და მოვაწყვეთ ასფალტზე ხატვა ფერადი ცარცებით. მოსწავლეებმა კლასში ნანახი, განცდილი და გონებაში აღბეჭდილი ემოციები გადმოიტანეს ნახატებში. შექმნეს აპლიკაციები წარწერებით: ,,ჩვენ ვიცით, რომ…“ ,,მე არ შევზღუდავ შენს უფლებებს, რადგან…“ ,  ,,მე შემიძლია, რომ…“ ,,იქ სრულდება შენი უფლება, სადაც იზღუდება ჩემი, ამიტომ…“  და სხვა. სკოლის ეზო აჭრელდა ფერადი წარწერებითა და ნახატებით, რამაც დასვენებაზე სკოლის საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.
  2. ფლაერების დამზადება - დიფერენცირებული მიდგომის თვალსაზრისით კლასი დავყავი ჰომოგენურ ჯგუფებად, მივეცი არჩევითი დავალებები, მათი ინტერესების გათვალისწინებით შეექმნათ შემდეგი სახის პროდუქტები: ფლაერები, პოსტერები, ნახატები, წერილები, ბავშვთა უფლებების კონვენციის თემაზე. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს საშრომში წარმოდგენილი პროდუქტის შესახებ. კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბავშვთა უფლებების კონვენცია. გამოთქვეს მოსაზრებები საკუთარი ნაშრომების შესახებ, რა გაუჭირდათ, რა დაეხმარათ დავალების შესრულებაში, რისი ცოდნა გამოადგათ, რას გაითვალისწინებენ მომავალში და სხვა. პრეზენტაციის ბოლოს შევთანხმდით, რომ მოსწავლეთა ნაშრომებს გამოვაკრავდით თვალსაჩინო ადგილას.
  3. ამის შემდეგ, მოსწავლეები წავიყვანე ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრში, სადაც შევაჯამეთ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნა, ამოვიცანით ანიმაციებიდან ბავშვთა უფლებათა დარღვევის შემთხვევები, დავასახელეთ რომელი უფლება შეეზღუდათ ანიმაციის გმირებს. წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი რესურსი, ფაზლი-სახლი, რომლის  აწყობის შემთხვევაში საბოლოოდ მიიღებოდა  პუნქტები ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან.  რესურსის აწყობის შემდეგ გავათვალსაჩინოეთ და კიდევ ერთხელ წავიკითხეთ ხმამაღალი კითხვით. აქტივობის ბოლოს მოსწავლეების მიერ ჩატარებულ ვორქშოპს გამოეხმაურა უნივერსიტეტის დაწყებითების კათედრის დეკანი მამულო ბუჭუხიშვილი.

დაგეგმილმა სახალისო  აქტივობებმა დადებითად იმოქმედა, როგორც სწავლა-სწავლების ხარისხზე, ასევე  მოსწავლეთა მოტივაციაზე. სწავლის ხარისხის გაუმჯობესებამ კი კიდევ ერთხელ ცხადყო არაფორმალური და ფორმალური განათლების ინტეგრირების სიკეთეებზე და დაგვარწმუნა უზნაძის თეორიის უნიკალურობაში, რომ მთავარია განწყობა უკეთესი შედეგებისთვის. ეფექტურმა და მოსწავლის ასაკზე მორგებულმა დავალებებმა კი ჩართულობის მაღალი ხარისხი გამოიწვია, ხოლო შესწავლილი მასალა მკვიდრ წარმოდგენებში დაილექა.

მოსწავლეებმა სიამოვნებით გამოთქვეს შთაბეჭდილებები, გაიხსენეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველაზე საინტერესო აქტივობები. დასამახსოვრებელი ფაქტები, ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები. შეხვედრის ბოლოს აზრი გამოთქვეს მშობლებმაც და აღნიშნეს,  რომ შვილებთან ერთად უამრავი ინფორმაცია მათთვისაც  ახალი იყო.  სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი აქტივობებში და სასიამოვნოდ გაახსენდებათ შვილებთან ერთად შესრულებული დავალებები.

პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას გავაზიარებ კოლეგებთან და სხვადასხვა სკოლის დაინტერესებულ მასწავლებლებთან. ხოლო რესურსი ხელმისაწვდომი იქნება კათედრის ყველა წევრისთვის“,- წერს ეკა მაჩიტაძე.                                

იხილეთ სტატია ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო? 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება