სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გაიმართა
01-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა. 

ის ხორციელდებოდა სლოგანის - „განახორციელე ინვესტიცია ჩვენი პლანეტისთვის, INVEST IN OUR PLANET“ ფარგლებში. მისი მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კომპეტენციის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს ბუნებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების გაღვივებას, ცოცხალი ბუნების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა - მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და ნახატები, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტი, სკოლის ეზოს შემატეს ნარგავები. გარდა ამისა, ჩატარდა ესეების კონკურსი, ასევე მრავალფეროვანი და საინტერესო ათამდე სადამრიგებლო კლასის საათი.

შემაჯამებელი ღონისძიება 21 აპრილს, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა აუდიტორიას გარემოსდაცვით საკითხებზე, მდგრადი განვითარების მიზნებზე მათი მომზადებული პრეზენტაციები გააცნეს.

პრეზენტაციებს ვიქტორინა-კონკურსის ფარგლებში მომზადებული სახალისო შეკითხვები ენაცვლებოდა, თავიანთი ნაშრომები ესეების კონკურში გამარჯვებულმა სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ გახოკიამ და ინა ხელაიამ წაიკითხეს.

პროექტის ორგანიზებისათვის სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სიგელებით მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ქრისტინე მიკირტიჩიანი, სამოქალაქო კლუბის ლიდერი ლიკა მიქაბერიძე, ეკო კლუბის ლიდერი ანასტასია კირვალიძე დააჯილდოვა. სიგელები მიიღეს ვიქტორინაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ასევე კვირეულის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის კლასის დამრიგებლებმა, ხელოვნების მასწავლებლებმა.

პროექტი განხორციელდა PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.

აღსანიშნავია, რო, მოსწავლეთა თვითმმართველობის (თავმჯდომარე ქ. მიკირტიჩიანი), სამოქალაქო კლუბ „ერთობის" (ლიდერი: ლ. მიქაბერიძე) და ეკოკლუბ „ნიამორის" (ლიდერი:ა. კირვალიძე) ორგანიზებით და დირექციის მხარდაჭერით: II კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელ-ლი: ნ. ლობჯანიძე) მოამზადეს პოსტერები და სკოლის ეზოში დარგეს მოყვავილე დეკორატიული მცენარეები: ირმის რქა, არღავანი, კვიდო და ფაცია.

ასევე, სააქტო დარბაზში მოეწყო ვიქტორინა კონკურსი VII, VII და VIIკლასებს შორის.

გარდა ამისა, XII კლასის მოსწავლეებმა: ინა ხელაიამ და მარიამ გახოკიამ წაიკითხეს ესე თემაზე: „მე რომ დედამიწა ვიყო".
ეკოკლუბის წევრებმა: ერეკლე გედენიძემ, ნინო დოლაბერიძემ, მარიამ კიკვიძემ და კლუბის ლიდერმა ანასტასია კირვალიძემ პრეზენტაციები დედამიწაზე მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ მოხალისე მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები მოამზადეს, რომლებიც სააქტო დარბაზში განთავსდა.

„საოცრად შთამბეჭდავი იყო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე/კუჭავა. ქალბატონმა ფაქიზომ მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს და კლუბების ხელმძღვანელებს: ქ. ფიქრია გიორხელიძეს და თ. ივანეიშვილს. თითოეული მონაწილე დირექციის მიერ დაჯილდოვებული იქნა სიგელებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო? 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება