მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელთა შორის ერთ-ერთი სკოლამდელი განათლების მიმართულებით იმუშავებს. დამტკიცდა საბჭოს დებულებაც.
დოკუმენტის თანახმად, საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც ეხმარება კომიტეტს სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზში.
აღსანიშნავია, რომ საბჭო არის სათათბირო ორგანო, მისი წევრები მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე და საბჭოში გაწეული საქმიანობისათვის არ იღებენ ანაზღაურებას. ბაღების შესახებ პარლამენტში ყოველ თვე იმსჯელებენ, დამატებითი სხდომის მოწვევა კომიტეტს შეუძლია საჭიროებისამებრ.
საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნან საბჭოს არაწევრი პირები, განხილული საკითხების შესახებ კი დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე.
„საბჭოს უფლებამოსილება უწყდება X მოწვევის საქართველოს პარლამენტის ვადის ამოწურვისთანავე. ამასთანავე, საბჭოს უფლებამოსილება შესაძლებელია შეუწყდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით“ , ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობილია, რომ თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე იქნება - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საბჭო კი 27 წევრისგან დაკომპლექტდა და მის შემადგენლობაში არიან: გრეტა წიწავა - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, ცირა ბარქაია - ინკლუზიისა და ადრეული განათლების სპეციალისტი, ასევე გიორგი მესხიძე - ორგანიზაცია კივიტას გეორგიკას ხელმძღვანელი; ნინო ცინცაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი; ნინო ლაბარტყავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ასევე, ანა ლაღიძე - ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-ის განათლების ექსპერტი; ნინო ფრუიძე - UNICEF-ის განათლების ოფიცერი; ოლღა მუსხელიშვილი - სკოლამდელი განათლების ექსპერტი, გოგი ჩიქოვანი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი - ქუთაისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ეკატერინე ხუციშვილი - რუსთავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი; გიორგი შათირიშვილი - გორის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი; დავით დიასამიძე - ბათუმის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მაია თელია - მცხეთის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი; მარინა მერაბიშვილი - ახალციხის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი; ია ლუარსაბაშვილი თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი; მაკა ჭყონია - ოზურგეთის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ხათუნა თოლორაია - ზუგდიდის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი; ეკატერინე კიბაბიძე - ამბროლაური ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი; მაია ხერგიანი - მესტიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ ჭყონია - ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კომპონენტის ხელმძღვანელი, ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო; ნათია ღვინაშვილი - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნული კოორდინატორი საქართველოდან, თამარ ბორცვაძე - აზიის განვითარების ბანკის რეგიონული ოფიცერი, თამარ ჩიკვილაძე - კერძო ბაღების ასოციაციის წარმომადგენელი, მარიამ ხვადაგიანი - World vision-ის წარმომადგენელი; ლიკა ღვინჯილია - სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება