მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მედანის თემის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, აქტივობა - „მწვანე ჩანთები“ განხორციელდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ დღის აღსანიშნავად, მშობლების, მასწავალებლების მხარდაჭერითა და თანადგომით, ეკოკლუბის - „ტობავარჩხილის“ ლოგოთი ნაჭრის ჩანთები შეიკერა.
„მოსწავლეებმა ჩანთები გამვლელებს დაურიგეს და მოუწოდეს პოლიეთილენის პარკები მრავალჯერადი გამოყენების, ნაჭრის ჩანთებით ჩაენაცვლებინათ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობაში ისინი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი გარემოსდაცვითი საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საკუთარი როლის გააზრება იყო.
მათი ხელმძღვანელები გახლდათ - ირმა ჩალიგავა, ლუარა წახნაკია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“