მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელთა შორის ერთ-ერთი სკოლამდელი განათლების მიმართულებით იმუშავებს. დამტკიცდა საბჭოს დებულებაც.
დოკუმენტის თანახმად, საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც ეხმარება კომიტეტს სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზში.
აღსანიშნავია, რომ საბჭო არის სათათბირო ორგანო, მისი წევრები მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე და საბჭოში გაწეული საქმიანობისათვის არ იღებენ ანაზღაურებას. როგორც წესი, საბჭოს სხდომა იმართება თვეში ერთხელ, დამატებითი სხდომის მოწვევა კომიტეტს შეუძლია საჭიროებისამებრ.
საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნან საბჭოს არაწევრი პირები, განხილული საკითხების შესახებ კი დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე.
„საბჭოს უფლებამოსილება უწყდება X მოწვევის საქართველოს პარლამენტის ვადის ამოწურვისთანავე. ამასთანავე, საბჭოს უფლებამოსილება შესაძლებელია შეუწყდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით“ , ნათქვამია დოკუმენტში.
დებულება და შემადგენლობა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი