მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მე-4გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაკა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით, დაასუფთავეს.
აქტივობა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეები აქტივობაში სლოგანით - „დედამიწის დაცვა სკოლის ეზოდან იწყება“, ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
„უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ ის, რასაც ქმნი და რაზეც ზრუნავ, შეუძლებელია არ გიყვარდეს. ასეთ შემთხვევაში მოსწავლისათვის სკოლა იქცევა მშობლიურ გარემოდ, სახლად, რომელზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება. სწორედ სუფთა გარემოს ორგანიზებით და სკოლის, როგორც პატივსაცემი ინსტიტუციის ქონების გაფრთხილებით და მასზე ზრუნვით ყალიბდება სახელმწიფოებრივი აზროვნება.
მოსწავლეებს, ერთობლივად შესრულებული სამუშაოს შემდეგ, უვითარდებათ შრომისმოყვარეობა და ხელმარჯვეობა. მიღწეული შედეგით აღეძვრებათ სიამაყის გრძნობა, რაც უმაღლებს მათ თვითშეფასებას და რაც მთავარია, უუმჯობესდებათ თანამშრომლობითი და სოციალური უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით
გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“