დედალაურის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
01-05-2023
დაკოპირებულია
-
+
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები კაპრალსპეციალისტი მამუკა კაპანაძე და კაპრალსპეციალისტი გაგა ხუბუკელაშვილი უძღვებოდნენ. ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით, თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.
შეხვედრამ დიდი წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.