მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მკითხველთა თეატრი“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მეთოდია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე უნარის განვითარება. კერძოდ, ვითარდება კითხვის, ტექსტის გაგება-გააზრების, ზეპირმეტყველების უნარები. ასევე მოსწავლეები ხდებიან თავდაჯერებულები კითხვისას და სწავლობენ დიალოგის/მონოლოგის გადმოცემის ხერხებს.
მეთოდის არსი ის გახლავთ, რომ მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ნაწარმოებს. ისინი პერსონაჟების ხასიათს გადმოსცემენ ხმის ტონით, ემოციით, მიმიკითა და ჟესტებით. აქტივობა არ მოითხოვს თეატრალურ დადგმას და კოსტიუმებს.
როდის და რა მიზნით შეგვიძლია მეთოდის გამოყენება?
მეთოდის გამოყენება შეგვიძლია მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით. აქტივობა ხელს უწყობს ყველა მოსწავლეს, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები ზეპირმეტყველებაში.
„მკითხველის თეატრის“ დახმარებით მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ხმამაღალი კითხვისას არა მხოლოდ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას გადავცემთ, არამედ კითხვის დროს შეგვიძლია პერსონაჟების ხასიათის გამოხატვაც.
მეთოდის საშუალებით მოსწავლეები ისწავლიან დიალოგებისა და მონოლოგების გადმოცემას.
„მკითხველის თეატრი“ განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც გსურთ, მოსწავლეებს განუვითაროთ გემოვნება, გაუღვივოთ ლიტერატურისადმი პატივისცემა და დააინტერესოთ ისინი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით