სიახლეები
სკოლები

ონის საჯარო სკოლამ მეგობარ სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
02-05-2023
-
+


სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლასა და ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი, 18 აპრილს, ქართულ-ებრაული სკოლა ,,ორ ავნერის" ინიციატივით, გაფორმდა საქართველოს იმ რეგიონების საჯარო სკოლებთან, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ, ან ცხოვრობენ ებრაული თემის წარმომადგენლები, მათ შორის სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლასთან. 

მემორანდუმის მიზანია:

  • ხელი შეუწყონ თანასწორუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობების ფორმირებას;
  • შექმნან პირობები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების თანამშრომლობისთვის;
  • საზოგადოებაში ჰოლოკოსტთან მიმართებით ცნობიერების ამაღლების კუთხით ორგანიზება გაუწიონ კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს;
  • მოამზადონ ჰოლოკოსტის თემატიკაზე სასწავლო პროგრამები, მოდულები და პროექტები;
  • ქართულ-ებრაული ურთიერთობების მხარდაჭერის მიზნით, ხელი შეუწყონ ივრითის შემსწავლელი კურსების ორგანიზებას;
  • განახორციელონ კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებისთვის მიზნობრივი პროექტები.

თანამშრომლობა მოიცავს:

  • საგანმანათლებლო მიღწევებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას;
  • ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების — კონფერენციები, სემინარები, პროექტები — ჩატარებას;
  • მოსწავლეთა თვითმმართველობების დამეგობრებასა და ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერას;
  • მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის პროფესიული .ზრდის შესაძლებლობების ხელშეწყობას;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობას;
  • მესამე პირთან ურთიერთობაში პარტნიორი მხარეების ინტერესების ლობირებას.

მემორანდუმს ხელი ონის საჯარო სკოლის დირექტორმა - დალი რაზმაძემ მოაწერა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო? 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება