სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
02-05-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტის - „ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა სკოლებში“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. 

პროექტი, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში სიქა წარმოადგენს.

ღონისძიება სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას ჰქონდა გაწერილი გეგმა, რომელშიც მონაწილეობდნენ მეშვიდე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. ღონისძიება გაიხსნა მისალმებით, სკოლის დირექტორმა ინგა მიქელაძემ ისაუბრა სამოქალაქო განათლების როლზე, კონკრეტულად, ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა მზაობაზე, ჩართულობაზე, მათ განვითარებაზე, რაც სკოლის წინსვლას შეუწყობს ხელს.

მოწესრიგდა საკლასო ოთახი, დაიდგა მოლბერტის დაფები, სადაც მოსწავლეთა ნახატები იყო კიბერბულინგზე და ციფრულ უსაფრთხოებაზე. მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტის განხორციელების ეტაპები დასაწყისიდან დასასრულამდე, რა იცოდნენ, რა გაიგეს, აჩვენებდნენ სლაიდებს, მათ მიერ შექმნილ პოსტერებს, კიბერულინგთან დაკავშირეულ ვიდეო რგოლს.

ღონისძიების დასასრულს, მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს შთაბეჭდილებები. მოწვეულ სტუმრები იყვნენ: რაჭისუნის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ჭაპალის სკოლოს დირექტორი, სკოლის ადმინისტრაცია.

მოსწავლეებმა ისწავლეს: კიბერბულინგის, დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვა.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე მოსწავლეები შეძლებენ:

  • ახალ სიტუაციასთან, ცვალებად მოთხოვნილებებთან ადაპტირებას;
  • საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას;
  • საკუთარ და განსხვავებულ ჯგუფებთან წარმატებულ კომუნიკაციას;
  • საკუთარ სოციალურ აქტივობის გააზრებას.

რაც შეეხება შედეგების მდგრადობას, მოსწავლეებმა მიიღეს სარგებელი, აიმაღლეს ცნობიერება, შეიძინეს ისეთი უნარები, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებენ. ამ კომპეტენციების გარეშე კი ოცდამეერთე საუკუნის გლობალურ სამყაროში თავის დამკვიდრება გაუჭირდებათ. ეს უნარებია:

  • ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, გაფილტვრა;
  • რელევანტური ინფორმაციის ამოღება;
  • ყალბი და სწორი ინფორმაციის გარჩევა;
  • უსაფრთხოების ზომების გამოყენება, საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • ინფორმაციის კრიტიკული გააზრება;
  • პროლემებზე მსჯელობა, გადაჭრა;
  • თანმშრომლობა;
  • ციფრული მასალების - პოსტერების, პოდკასტების, დამზადება.

მოსწავლეთა შექმნილი მედიარესურსები სკოლის კედელზე, სოციალურ ქსელში აიტვირთა. ყოველ აქტივობას ახლავს რეკომენდაციები, რაც სხვა სკოლებისთვის და ონლაინ მომხმარებლისთვის ციფრულ მედეგობასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.

მატერიალური სარგებელი:  სკოლამ შეიძინა მოლბერტის დაფები, დასადგამი დაფა, დროშა თავისი დასადგამით, საკანცელარიო ნივთები (თაბახის ფურცლები, ფლივჩარტები, სტიკერები, პლანშეტები და მრავალი რესურსი), რომელსაც სხვადასხვა აქტივობების დროს გამოიყენებენ, მოლბერტის დაფების გამოყენება კი სკოლის ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია პრეზენტაციისთვის, გამოფენისთვის.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ფერად სტიკერებზე რეკომენდაციები ჩამოწერეს ციფრულ მედეგობასთან დაკავშირებით და გააკრეს ციფრულ ხეზე.

ღონისძიების დასასრულს, სიქას წარმომადგენელმა - ცირა თავშავაძემ მოსწავლეებს მცირე საგრანტო პროექტის წარმატებით დამთავრება მიულოცა, შეეხო იმ სასიცოცხლო უნარებს, რომლის შედეგები მათთვის და სკოლისთვის იქნება მდგრადი; ესაუბრა სამოქალაქო განათლების  აქუალობაზე და კიდევ მრავალ პროექტებში ჩართულობა-გამარჯვება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო? 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება