სიახლეები
სიახლეები

სიახლე არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით
11-11-2016
-
+


არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. 

შეხვედრას აღიარების კომისიის წევრები, კონსულტანტები და იმ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც პროგრამის პილოტირება მიმდინარეობს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მაძიებლების დოკუმენტები და შედგენილი პორტფოლიოები, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს კონსულტაციები არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირების შეფასების განსახორციელებელ პროცესთან და პორტფოლიოსთან დაკავშირებით.

არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს განხორციელდება და მოიცავს ორ სფეროს - სოფლის მეურნეობას (გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით).

არაფორმალური განათლების აღიარება დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ფორმალური განათლებისგან დამოუკიდებლად, არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება და მიიღონ სრული პროფესიული კვალიფიკაცია ან, დააგროვონ კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება