მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები მარიამ ლაშხი და ბაია კვიციანი ინკლუზიური განათლების საკითხთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსს, თამარ ჟღენტს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ინკლუზიური განათლების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს განათლების სხვადასხვა საფეხურზე ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებული საჭიროებები.
მარიამ ლაშხის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატურ მოკვლევებში ინკლუზიური განათლების კომპონენტის ინტეგრირებას გეგმავს. ყურადღება გამახვილდა ასევე „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის“ დოკუმენტზე.
„ვისაუბრეთ „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის“ შესახებ, რომელზეც ვითანამშრომლებთ როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან, ასევე აღმასრულებელი სექტორის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შედეგ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი