სიახლეები
სიახლეები

500, 400 ან 300 ლარს მიიღებენ უმაღლესში გრანტით ჩარიცხულები - დეტალები
13-05-2023
-
+


ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია წარმატებულ სტუდენტთა ფინანსური წახალისების პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამით  გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისება საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი თანადაფინანსების წესი პირობები და ოდენობა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეპროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება. მაშ შორის: სახელმწიფო სასწავლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა წახალისება, რომელიც მოიცავს ერთჯერად ფულად ჯილდოს შემდეგი ოდენობით:

100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი, 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი და 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი.

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა წახალისება ასევე მოიცავს იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გასული სასწავლო წლის (ორი სემესტრი) განმავლობაში არჩეულ თითოეულ საგანში აქვთ 91 ქულა ან მეტი, მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს კი მგზავრობის ხარჯების დაუფინანსდებათ, თუ ისინი მონაწილეობენ საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში და მიემგზავრებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად, დაუფინანსდებათ უცხო ქვეყანაში ჩასვლისა და საქართველოში დაბრუნების ხარჯები, არაუმეტეს 1000 ლარი ოდენობით. მგზავრობის ხარჯი დაფინანსდება იმ შემთხვევაში თუ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მგზავრობის ხარჯები არ ფინანსდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია
 
პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლონდა მაისურაძე
 
აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეების საინტერესო პროექტი ძველ ეგვიპტეზე, საბერძნეთსა და რომზე 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება