მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების განახლებული კითხვარების პროექტების განხილვის მიზნით.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს დამსწრე პირებმა წარმოდგენილი დოკუმენტები. მონაწილეთა უკუკავშირები გათვალისწინებულ იქნება თვითშეფასების განახლებული კითხვარების საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბების პროცესში.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა „ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის თვითშეფასების მიმართულებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი