მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საცდელი ტესტირება ტარდება. პროექტის „შეფასება განვითარებისათვის” ფარგლებში მე-4 და მე-6 კლასელები ტესტირებას გადიან მათემატიკაში, ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი 7 მაისამდე გაგრძელდება და თითოეულ დღეს თითო სესიაში 770-მდე საჯარო სკოლიდან 14 000-მდე მოსწავლე იქნება ჩართული.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ესა პროექტი პილოტირების რეჟიმშია, თუმცა სავარაუდოდ, მალე შეფასება განვითარებისთვის ყველა სკოლაში ჩატარდება:
პროექტის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ სკოლებს, გააუმჯობესონ სწავლა სწავლების პროცესი, ტესტირება არის სრულად ელექტრონული, ბავშვები, ასევე სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები მიიღებენ შედეგებს ელექტრონულად, რათა გაიგონ, რა არის მოსწავლის სუსტი თუ ძლიერი მხარეები და ამის გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი; ჯერჯერობით ეს არის პილოტი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მალე სრული მასშტაბით ჩავატარებთ ამ შეფასებას“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება 2 საგანში ჩატარდება - NAEC დეტალებზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი