სიახლეები
სკოლები

„ქალებისა და გოგონების გაძლიერება თანასწორობისთვის“- ქუთაისის N7 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტმა გრანტი მოიპოვა
04-05-2023
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლა, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევს. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იმერეთის რეგიონში გამარჯვებული და დაფინანსებული შვიდი პროექტიდან, ერთ-ერთი სწორედ ქუთაისის N7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მე და სამართლიანი სამყაროს“ პროექტი - „ქალებისა და გოგონების გაძლიერება თანასწორობისთვისაა.“

პროექტის მიზანი სხვადასხვა სახის აქტივობების საშუალებით, მათ შორის ტრენინგების, ფილმის ჩვენებების, კონფერენციის, სოციალური მედიის კონტენტის შექნის, გავრცელების და თემატურ გაერთიანებებთან და სახალხო დამცველის აპარატის  წარმომადგენელთან დისკუსიების გზით, საზოგადოებაში ქალთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებაა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკითხის შესახებ ცნობიერების დონის დასადგენად, განმახორციელებელმა ჯგუფმა კვლევა  ჩაატარა. გამოიკითხა 150 მოქალაქე. განხორციელდა საინტერესო აქტივობები, შედგა თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენელ თამთა ჩეჩელაშვილთან, საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე - დარინე სალდაძესთან, გერმანისტ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დემარტამენტის პროფესორ, „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ქალთა კლუბის „ქუთაისი-კოლხა“დამფუძნებელ პრეზიდენტთან, „საბა 2022“ ლაურიატთან, 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორთან - ნუგეშა გაგნიძესთან.

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების, გენდერული საკითხების, სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და მისი მუშაობის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. გარდა ამისა, გამოცდილება ფილმის განხილვასა და დისკუსიის წარმართვაში დააგროვეს.

სამოქალაქო კლუბის მეურვის, ზაირა ტყაბლაძის წარდგენილმა პროექტმა 450 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებში საკონფერენციო მაგიდა, სკამები და საკანცელარიო ნივთები შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კლუბი „მე და სამართლიანი სამყარო“ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს.

სკოლა წარმატებით ჩაერთო სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომლის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაცია სამეცნიერო ინტელექტულაური კლუბი „თაობათა დიალოგია“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო? 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება