სიახლეები
სკოლები

„ფოტო ისტორია, ისტორიაში...“- სამტრედიის N4 და ჭოგნარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის  შთამბეჭდავი სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
04-05-2023
-
+


სამტრედიის N4 და ივანე ჯაშის სახელობის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლების მოსწავლეებისთვის, 9 აპრილთან დაკავშირებით, საინტერესო სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. ინტეგრირების საგნები კომპიუტერული ტექნოლოგიები (მასწავლებელი თეა მეფარიშვილი) და ისტორია (სოფელ ჭოგნარის ივანე ჯაშის სახელობის ისტორიის მასწავლებელი იზოლდა ვაჩეიშვილი) იყო.

გაკვეთილის მსვლელობისა გამოყენებული იყო მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები. მოსწავლეებმა, მასწავლებლებლებთან ერთად, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის (Sway, Power Point) მეშვეობით, პროექტორის დახმარებით, შემდეგი პრეზენტაციები გამართეს:

  1. „რა უნდა ვიცოდეთ 9 აპრილის შესახებ?!“
  2. „ციფრული ფოტო მატეანე (ფოტოს გაციფრულების საშუალებები და მიზნები).

პრეზენტირებისას ქრონოლოგიურად იყო მიმოხილული 9 აპრილის ტრაგედიის მნიშვნელობა. გამორჩეული და საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია 9 აპრილის გაცოცხლებული ისტორიების ციფრული ფოტო მატიანის შესახებ. მოსწავლეებმა, ინტერნეტის საშუალებით, მოიძიეს და პრეზენტაციაში წარმოადგინეს 9 აპრილის თემაზე გადაღებული საინტერესო ფოტოების ციფრული ვერსიები, იმსჯელეს, როგორ ხდება ფოტოების გაციფრულება, რაც ხელს უწყობს ისტორიული მოვლენის ვიზუალიზაციას და უკვდაყოფას.

„ფოტო შეიძლება დაიწვას, ძეგლი განადგურდეს და ხელნაწერი დაიკარგოს, მაგრამ მაღალი ხარისხის ციფრული ასლები (შედარებით) უსაფრთხოა და საიმედო, ამდენად უმნიშვნელოვანესია, ჩვენ მოსწავლეებს ამ თვალსაზრისით ცნობიერება ავუმაღლოთ“,- აღნიშნა კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა თეა მეფარიშვილმა.

მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს: სტატიები, წიგნები, ჟურნალები, აუდიო მასალა, ნოტები, რომელიც იქამდე, ვიდრე გაციფრულდებოდა განადგურების საფრთხის ქვეშ იყო.

„ფოტომატიანის“ შექმნა, არის მცდელობა ჩვენი ისტორიის არქივები ტექნოლოგიებს დავუკავშიროთ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ისტორია ხელმსაწვდომი გახდეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ტექნოლოგიების მეშვეობით ეს ყველაფერი შესაძლებელია ყველასთვის-ყველას შეუძლია შექმნას ციფრული ფოტო (ისტორია) მატეანე“,- ამბობს ისტორიის პედაგოგი იზოლდა ვაჩეიშვილი.

„გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს საშუალება მიეცათ 9 აპრილის ისტორიას გაცნობოდნენ არამხოლოდ, სტატიებით, წიგნებით, თუ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, არამედ, ისტორიული თარიღის მონაწილისაგან მოესმინათ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიის შესახებ. პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაკვეთილს ჩერთო და ისტორიული ექსკურსი გააკეთა 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულმა ფოტოს გმირმა, რომელიც საქართველოს ერთი მთლიანი ეპოქა დაიტია... გოგონა, რომელიც ამ ეპოქის სიმბოლოდ იქცა, ფოტო, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. „გოგონა შავ-თეთრი ფოტოდან,“ იმ ფოტოდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში თავისუფლების ფოტო სიმბოლოდ შევიდა, რომელმაც მსოფლიო მოიარა და ამ პატარა გოგოს უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა.
ფოტოზე ნებისმიერი ახალგაზრდა შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც მაშინ სიცოცხლეს სამშობლოსთვის სწირავდა, „დროშიანი გოგონა“ იური მეჩითოვის ფოტოდან... 34 წლის შემდეგ ჩვენს მოსწავლეებს ესაუბრებოდა. ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო ქალბატონ ნანა მახარაძესთან შეხვედრა, საუბარი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეების ემოციურ შეკითხვებს ქალბატონი ნანა გულდასმით და სიყვარულით პასუხობდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მან იური მეჩითოვის ფოტოს შესახებ ემოციურად ისაუბრა და შეხვედრის ბოლოს, სასკოლო საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„2023 წლის 9 აპრილი, დილის 03:45 წუთი, 11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ისევ მოვიკრიბე ძალა, ისევ გავივსე ხელები ტიტებით და... საშინლად ციოდა, იმაზე მეტად ვიდრე 89-ში... მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ ქართველებს ერთმანეთის სიყვარულის გაზიარება შეგვეძლო. ლელა ვეფხვაძე (9 აპრილის უსინათლო მონაწილე) მოიყვანეს მემორიალთან... სანთლები ვერ ავანთეთ... ტიტები თითქოს დავასვენეთ, გამაყრუებელი სიჩუმე იდგა, ზუსტად ისეთი, დარბევის წინ, „მამაო ჩვენომდე“ რომ იყო. მერე ლელამ მთხოვა, ჩონგურის დაჭერაში დამეხმარეო, არ გამიცურდესო, ვიდექით გვერდი-გვერდ, ერთმანათზე მიკრულები როგორც ქართველები იმ დღეს...მღეროდა ლელა, „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს და ყოველივე სიმი ზანზარებდა ჩემში. 34 წელი გავიდა“.

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები ფოტოს გაციფრულების „აპს“-Google PhotoScan-ს“ გაეცნენ, რომლის მეშვეობით გაკვეთილზე გადაღებული ფოტოები გააციფრულეს, დაამუშავეს და სკოლის ფოტომატეანეში გამოაქვეყნეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილმა ხელის შეუწყო მოსწავლეებში ანალიტიკის, არგუმენტირებული მსჯელობის, რიტორიკის,  ცოდნის ტრანსფერისა და ინტეგრირების უნარების გააქტიურებას. მათ შეისწავლეს და მიზნობრივად გამოიყენეს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამა, შეძლეს კომპიუტერული პროგრამების ინტერფეისებს შორის სხვაობისა და მსგავსების აღმოჩენა.

მონაწილეებმა კლასის დაფაზე დატოვეს ჩანაწერები:

ირინა ბექაია - სამტრედიის N4 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში: „არასოდეს დამავიწყდება დატალღული თმებით გოგონა, რომელმაც ასე ამაყად გაიტანა ჩვენი დროშა რუსთაველის გამზირზე. ამ ბავშვების მეხსიერებაში კი ეს გაკვეთილი დარწმუნებული ვარ სამუდამოდ დარჩება“

ერთ-ერთ მოსწავლეს უთქვამს: „ბედნიერი ვარ ამ დღით, მე დღეს გავიაზრე, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ და რომ, გარდა სხვა მრავალი ბრძოლისა, ბრძოლა გვაქვს ციფრულ სამყაროშიც, რადგან როდესაც ვამზადებდით პრეზენტაციებს და გავეცანით სხვადასხვა უცხო ენოვან საიტს, რამდენიმე საიტზე 9 აპრილის ისტორია სხვაგვარად -დეზინფორმირებით იყო მოთხრობილი. ვფიქრობ, მომავალში შევძლებთ, მსოფლიოს ცვენი ქვეყნის ისტორიული სიმართლე კიდე მეტად აქტიურად მოვუთხროთ კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით. ეს გაკვეთილი კი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.“

ღონისძიებამ უდიდესი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:












კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 ქულა გასაჩივრებული 3 458 ნაშრომიდან 1154-ს მოემატა - გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით 

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო? 

პიროვნება
სკოლები

„წარმატებები ბავშვებო სწავლაში და პირად ცხოვრებაში“

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება