სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის სახლი 2 დღიან სემინარს აანონსებს პედაგოგებისთვის - რეგისტრაციის ვადები და პროექტის დეტალები 
10-05-2023
-
+


გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ მონაწილეობა სემინარში - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს.

პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ 2023 წლის 19-20 მაისს, ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, თბილისში გაიმართება. სემინარის მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და ევროპული ფასეულობების შესახებ პედაგოგების ცნობიერების ამაღლება და კომპეტენციის გაზრდა.

ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლის პედაგოგს. (პრიორიტეტი მიენიჭება ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს).
რეგიონიდან ჩამოსული პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება, კვება, თბილისში შიდა ტრანსპორტირება.

განაცხადები მიიღება 2023 წლის 11 მაისის ჩათვლით.

სემინარის მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია. პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების საფუძველზე. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი.

პროექტი 2023 წელს უკვე მერვედ ხორციელდება. ღონისძიების მხარდამჭერია სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები
„ეს სიმბოლური აქცია არ იყო მხოლოდ კვერცხების შეგროვება – ეს იყო გულისხმიერების გაკვეთილი“
 
 

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება