სიახლეები
სიახლეები

„იზრუნელობა“, რომ საამაყოა, Izrune.ge-ს ვარსკვლავებმა ღონისძიებაზე დაამტკიცეს
07-05-2023
-
+


დღეს, მომავალი თაობების განათლებაზე განსაკუთრებულად მზრუნველმა საგანმანათლებლო პორტალმა Izrune.ge-მ ინდივიდუალური პაკეტის მოსწავლეებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა და დღევანდელი ღონისძიებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთი მიზნის მისაღწევად, სამი მთავარი რგოლის - სკოლის, მოსწავლის და მშობლის გაერთიანება შეძლო. მიზანი კი განათლებული ახალგაზრდობა და მათი ცოდნის წარმოჩენა-წახალისებაა, რაზეც Izrune.ge-ს გუნდი დაუღალავად ზრუნავს. 

თბილისის N176 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე სალომე კიკვაძე, ღონისძიებაზე დედასთან, ბებიასთან და 3 თვის ძმასთან ერთად მივიდა. სალომე ბეჯითი და სხარტი მოსწავლეა, რაც ფართო აუდიტორიის წინაშეც დაამტკიცა. 

„აქ ბებოსთან, დედასთან და ჩემს 3 თვის ძმასთან ერთად მოვედი. ღონისძიება ძალიან მომეწონა, ლექსი - „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ წავიკითხე. სცენაზე საერთოდ არ მინერვიულია, პირიქით, მიხაროდა. სხვისი ნომრის დროსაც ავედი სცენაზე და რაჭული ვიცეკვე. izrune ge-ს ტესტებს მონდომებით ვასრულებ და მინდა, რომ კიდევ უფრო ხშირად იყოს“, - გვეუბნება მეორეკლასელი. 

მისი მშობელი ფიქრია იაკობიშვილი გვიმხელს, რომ სალომე​ Izrune.ge-ს ტესტებში კითხვის სწავლისთანავე ჩაერთო, მამოტივირებელმა და შემეცნებითმა ტესტებმა კი მას სწავლის წყურვილი გაუმძაფრა.

„ჩემი შვილი izrune ge-ში შარშან ჩაერთო, როგორც კი კითხვა ისწავლა, მაშინვე გაგვიჩნდა სურვილი. ტესტირებებმა მას მოტივაცია გაუჩინა, სწავლა შეაყვარა. მოუთმენლად ელოდება ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირას. ბატონი გოჩას ხმის გაგონებაც კი ძალიან უხარია. მადლობა, ასეთი საინტერესო, მრავლისმომცველი და განმავითარებელი პროექტისთვის. დღეს, სალომეს წარმატება პატარა ძამიკომაც გაიზიარა. უნდა ვთქვა, რომ თავად სალომესაც უნდა, რომ ძმა ყველაფრის ნაწილი იყოს, მის გარეშე ვერ წარმოუდგენია“,- აღნიშნავს ფიქრია იაკობიშვილი.

დის წარმატება პატარა ძამიკომ მართლაც რომ სიხარულით გაიზიარა. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილ​მა ის სცენაზე აიყვანა და izrune ge-ს ვარსკვლავები გააცნო. 



იზრუნელობა“ არა მხოლოდ საინტერესო და სახალისო, არამედ საამაყოა. დღეს, კი სიამაყის საფუძველი მშობლებს შვილებმა ნამდვილად მისცეს. 

ერთ-ერთი ამაყი მშობელი თბილისის N174 სკოლის მოსწავლის - ანდრია მურადაშვილის მამაა.  ანდრიამ სცენაზე ლექსი მხატვრულად წაიკითხა. 

„ღონისძიებაზე მე და ჩემი მეუღლე შვილს გამოვყევით, მას ლექსი თამარ მეფეზე ჰქონდა მომზადებული. კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, კარგად წარსდგა. ტესტებს ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით, ბავშვი მოტივირებული და მონდომებულია. შვილის განათლების პროცესში მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვართ ჩართულნი“, - ამბობს გიორგი მურადაშვილი.

ანდრიას ორივე მშობელი შვილის განათლების პროცესში აქტიურად მონაწილეობს.

„როცა მოვედით, ანდრია ღელავდა, მაგრამ ბოლოს უკვე აღარ ნერვიულობდა. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირებას გადის, ვფიქრობ ეს ძალიან ეფექტურია. ერთი სული აქვს-ხოლმე, როდის მოვა ხუთშაბათი. ფაქტობრივად, მთელი ოჯახი ჩართული ვართ. ბავშვი ხუთშაბათს თვითონ მახსენებს, ტესტებს 6 თვეა, რაც ხალისით ვასრულებთ“,- ამბობს ია გრძელიშვილი. 



ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წმინდა ილია მართლის გიმნაზია-პანსიონის მე-2 კლასის მოსწავლემ - ანა-მარია ქუქიშვილმა ღონისძიებაზე სიმღერის ნიჭი წარმოაჩინა. ზოგადად, კი მისი ჰობი ცხენით ჯირითია, ჰყავს სამი ძმა, რომლებსაც წარმატებას სიხარულით უზიარებს. 

„დღევანდელი სიმღერის შერჩევისას თავიდან კარაოკეებს ვეძებდი, შემდეგ ეს სიმღერა - „ყოველ სნეულებაზე“ ვიპოვე. დედამ მითხრა, ტექსტი გაიხსენეო, ვიმეცადინე და სცენაზე გამოსვლისას საერთოდ არ მინერვიულია. სახლში სარკის წინ ვმღეროდი, ძალიან მომეწონა ჩემი თავი. ყაზბეგიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვედი. აქაურობა ძალიან მომეწონა. izrune.ge-ს ტესტების შესრულება ძალიან მიყვარს, ასევე ცხენით ჯირითი. თავიდან, ჯირითის მეშინოდა, თუმცა მერე ჩემმა ძმამ შემაჩვია. პირველად ცხენზე მან დამსვა, ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე და აღარ მეშინოდა. მე სამი უფროსი ძმა მყავს“,- გვიყვება ანა-მარია.

მის განათლებაზე განსაკუთრებულად მზრუნველი დედა ლია პაპიაშვილი კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ izrune.ge-მ მის შვილს არა მხოლოდ ცოდნა აუმაღლა და თვალსაწიერი გაუფართოვა, არამედ მეგობრებიც შესძინა. 

„ჩემი შვილი წელიწადზე მეტია, რაც izrune.ge-შია ჩართული. ელოდება ხოლმე ხუთშაბათ დღეს. ტესტირების პროცესი ძალიან მოსწონს, სხვათა შორის, საერთოდ არ ეზარება. „იზრუნემ“ მას ბევრი რამ შესძინა, იყო ისეთი კითხვები, რაც არ იცოდა, იმეცადინა, ისწავლა. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მეგობრებიც შესძინა, თუნდაც დღევანდელ დღეს. ეს დღე მართლაც არაჩვეულებრივი იყო, საერთოდ არ ღელავდა ისე წარსდგა ხალხის წინაშე“,- დასძენს ლია პაპიაშვილი.



ჩუჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია გელაძე izrune.ge-ს ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული წევრია. ის ღონისძიებაზე საცეკვაო ნომრით წარდგა და აუდიტორიის მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. 

„უკვე 1 წელია, რაც „იზრუნეს“ ტესტებს ვასრულებ. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მომეწონა, ცეკვა მოვამზადე. უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ვინერვიულე. ძალიან მიყვარს ცეკვა და ნომერიც ასე შევარჩიე“,- გვეუბნება ხატია. 

მისი მამის გელა გელაძის თქმით, izrune.ge-ს ტესტები მოსწავლეთა მოტივაციისთვის მეტად მნიშვნელოვანია. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი სწავლის პარალელურად, მსგავს ინოვაციურ პორტალშია ჩართული. ტესტირების პროცესი მას უფრო აქტიურსა და მოტივირებულს ხდის. ფაქტობრივად, მისი ცოდნა ყოველ ხუთშაბათს მტკიცდება და მოწმდება. ყველა ბავშვს და izrune.ge-ს დიდ ოჯახს წარმატებას ვუსურვებ. დღევანდელი დღე ძალიან მომეწონა, ჩემთვის შთამბეჭდავი იყო. ბავშვმა ბევრი თანატოლი გაიცნო, ბატონ გოჩას გაესაუბრა, რაც მის მოტივაციას აამაღლებს“, - აღნიშნავს გელა გელაძე.



ღონისძიების კიდევ ერთი მონაწილე ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე- 2 კლასელი ნიკოლოზ მიქელაძეა, მან ღონისძიებაზე ლექსი უნდა წაიკითხოს და სცენაზე გასასვლელად დიდი ენთუზიაზმით ემზადება. 

„ტესტებს 2 წელია, რაც ვასრულებ. ყოველთვის მახსოვს, რომ ტესტირების დღე მოდის, ძალიან მომწონს, ბევრი ახალი რამ გავიგე. დღეს ლექსი უნდა წავიკითხო და საერთოდ არ ვღელავ“, - გვეუბნება ნიკოლოზი. 

ნიკოლოზის დედის თქმით, izrune.ge-ს ტესტები შვილის სწავლა-განათლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

„ჩემი შვილი 9 წლისაა, ის ტესტებს პირველი კლასიდან ასრულებს. ძალიან მოსწონს და ყოველი ხუთშაბათის მოსვლა უხარია. მისი პირადი მენეჯერი ელენეა, რომელიც ძალიან ეხმარება. დღეისთვის ნომერი აქვს მომზადებული, ლექსს იტყვის. ვფიქრობ izrune.ge-ს ტესტები ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი უფრო მოტივირებულია“,- აღნიშნავს თამთა ზაზაძე.

იხილეთ ასევე: ცოდნის დიდი დღესასწაული - Izrune.ge ერთგულ იზრუნელებს შთამბეჭდავი ღონისძიებით მასპინძლობს 

„მადლობა, მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვისთვის“ - Izrune.ge-ს ვარსკვლავთცვენა სასტუმრო „ბილტმორში“


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება