სიახლეები
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს
08-05-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მოსწავლეთა ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აღინიშნება.

მოსწავლეებმა ამჯერად, დედაენის დღე აღნიშნეს. ისინი ამ დღესთან დაკავშირებით, მშობლიური ენის შესახებ საინტერესო, საჭირო ინფორმაციების გაეცნენ.

სკოლაში, მოსწავლეებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, კედლის გაზეთი შექმნეს და ცოდნა, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ვიდეოები:

 




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა 

„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

ვინ არიან 16 კატეგორიის სტუდენტები, რომლების დაფინანსებასაცა აგრძელებს სამინისტრო? 

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ განმარტებას

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება