მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ.
სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - როინ დიასამიძის ხელმძღვანელობითა და VII კლასის მოსწავლეების ინიციატივით, სკოლაში თემატური პრეზენტაცია გამართეს.
მათ ბულინგის შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს.
„მოსწავლეებმა ასევე პოსტერები, კედლის გაზეთი შექმნეს და მოუწოდეს თანატოლებს - „არა ბულინგს!“, - ამბობენ სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მონაწილე მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისა და მის გამრავალფეროვნებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ინფრომაციას სძენს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
გრანტი 6500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა - დეტალური სტატისტიკა
„32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები“ - მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“