სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

„პირველკლასელთა ასაკის 1-ელ ნოემბრამდე გადაწევა მშობლებისთვის არის დიდი შეღავათი“ - რუსუდან უსუფაშვილი, თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
10-05-2023
-
+


ათეულ წელზე მეტია სკოლის დირექტორია; პროფესიით ფიზიკოსს, თავის დროზე, უცხო ენებისკენ უწევდა გული, თუმცა ოჯახის სურვილით, საბოლოოდ, ფიზიკოსობა გადაწყვიტა. გული სწყდება, რომ საგნის მიმართ ახალგაზრდებში ინტერესი ნელ-ნელა ქრება და იმასაც განიცდის, კომპიუტერმა მოსწავლეები წიგნებს რომ დააშორა, თუმცა თავად, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ყველაფერს აკეთებს, მშობლებისა და პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობით, რომ მსგავსი გადაცდომები აღმოფხვრას.

მკაცრია თუ არა? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში შინაგანაწესი კანონის დონეზეა აყვანილი და მას სასკოლო საზოგადოების ყოველი წევრი - მოსწავლეც, მასწავლებელიც, მშობელიც ემორჩილება.

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან უსუფაშვილი ემხრობა სასკოლო გამოცდების აღდგენას, მე-12 კლასში დიფერენცირებულ სწავლებას და etaloni.ge-სთან თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის გადაცდომებზეც ღიად საუბრობს. ინტერვიუს კი იმ ცვლილებებით იწყებს, რომელიც პირველკლასელთა ასაკს ახალი სასწავლო წლიდან შეეხება:  

- მივესალმებით პირველ კლასში იმ მოსწავლეების მიღებას, ვისაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდება... ძალიან ბევრი თხოვნა შემოდიოდა და თამამად ვიტყვი - ეს მშობლებისთვის არის დიდ შეღავათი.

- შესაძლოა მშობლებისთვის შეღავათია, მაგრამ ცალკე საკითხია სკოლის შესაძლებლობები, ქალბატონო რუსუდან...

- სკოლაში 435 ბავშვი გვყავს ამ წუთში, გვაქვს შესაძლებლობა, 60 პირველკლასელი მივიღოთ;

- რეალურად ელოდებით პირველკლასელთა ამ რაოდენობას?

- არა, მაგრამ ორ ჯგუფს ნამდვილად ველოდები.

- რაც დამატებით რესურსს ნიშნავს... გყავთ საჭირო რაოდენობის კადრი?

- გვაქვს მერხებიც, სკამებიც და მასწავლებლებიც გვყავს... ცოტა დატვირთულები კი არიან, მაგრამ შევძლებთ, მივიღოთ ბავშვები და დავაკმაყოფილოთ პედაგოგით.

- სანამ პირველკლასელებს მიიღებთ, დამამთავრებელ კლასთან მოგიწევთ დამშვიდობება...

- 24 ბავშვი გვყავს და უნდა ვაღიაროთ, აქედან ნახევარზე მეტად არ დადიან სკოლაში - ვამბობ აბსოლუტურ რეალობას!

- ამ ფონზე, სისტემაში ჩახედულ ადამიანს, რამდენად მიგაჩნიათ რომ საჭიროა მეთორმეტე კლასის არსებობა, ქალბატონო რუსუდან?

- გულახდილად რომ გითხრათ - მიუღებლად მიმაჩნია, მაგრამ თუ იქნება, დიფერენცირებული სწავლებით უნდა იყოს - ასე, რომელი საგნებიც აინტერესებთ ბავშვებს, იმ მიმართულებით მეტად განვითარდებიან და შედეგზეც გაცილებით მალე გავალთ.

- წლებია დიფერენცირებულ სწავლებაზე მიდის საუბარი, თუმცა შედეგი არ დადგა.

- დიახ, ამ მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯები ვერ გადაიდგა, არადა გვყავს სკოლებში სპეციალისტები...

- 2022-2023 სასწავლო წელი რომ შევაჯამოთ - რა მიღწევები აქვს თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ?

- არ ვართ უკმაყოფილო! გვყავს ჩამოყალიბებული ბავშვები და სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ შეუფერებელი ტანსაცმლით, ვარცხნილობით... ჩვენს სკოლაში ვერავინ შემოვა.

- ე.წ. ფეისკონტროლი გაქვთ?

- ასეა... განათლების სისტემიდან მოსულმა პიროვნებამ განაცხადა, არ გაქვთ უფლება, ბავშვს აუკრძალოთ გაკვეთილზე ტელეფონის გამოყენება, არ გაქვს უფლება შეეხო მის თმასო...  ვუპასუხე - არავითარ შემთხვევაში! დღესვე რომ გამათავისუფლონ, ამას არ დავუშვებ!  შინაგანაწესი გვაქვს, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა - მასწავლებელიც  და მოსწავლეც.

- არ გიპროტესტებენ თინეიჯერები?

- ვერ მიპროტესტებენ...  სწავლა-განათლებას რაც შეეხება - კარგი სპეციალისტები, ძალიან ძლიერი პედაგოგები გვყავს, მაგრამ ისიც ვთქვათ - წიგნი და ბავშვი ერთმანეთს დაშორდა, კომპიუტერმა წაგვართვა ბავშვები; ამიტომ მშობლებს ვთხოვე - თქვენთან ერთად მუშაობის გარეშე ვერ შევძლებთ დავარეგულიროთ ეს საკითხი-მეთქი...

ძალიან გვეხმარებიან მშობლები, რომლებმაც იციან საკუთარი უფლებებიც და მოვალეობებიც... თითოეულმა მათგანმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას.

- ესეც შინაგანაწესის ფარგლებშია, ქალბატონო რუსუდან, თუ სამინისტროს მოთხოვნაა?

- სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებები გვღუპავს ჩვენ!

- რას გულისხმობთ?

- მოსწავლეს აქვს სრული უფლება, უჩივლოს დირექტორს ან მასწავლებელს, თუ რამე არ მოეწონა, პედაგოგებს კი უფლებები გვაქვს ჩამორთმეული... არ ვიცი, როგორ ვესაუბროთ, რა ტონალობაში, რომ არ გაღიზიანდეს ბავშვი და მშობელი... ეს საკითხი გასაჟღერებელია, ისევე როგორც - გამოცდები მოაცილეს ბავშვებს და მასწავლებლები დატვირთეს გამოცდებით.

- სკოლაში გამოცდების აღდგენას ემხრობით?

- ეს აუცილებელია - გინდათ, რომ ცოტათი მაინც აღდგეს წიგნი და ბავშვი ერთად,  მე-6-9-12 კლასებში გამოცდები უნდა დაინიშნოს!

- სკოლას ხომ აქვს უფლება, დანიშნოს გამოცდა?

- კი, მაგრამ, როცა სხვა სკოლაში არ ხდება, პროტესტი მოსდევს; ყველასთვის რომ დაინიშნება, არავინ გააპროტესტებს და რაღაცას მაინც წაიკითხავენ ბავშვები.

- როგორც ვიცით, ფიზიკის მასწავლებელი ბრძანდებით...  რაიმე რეცეპტი გაქვთ, როგორ უნდა დააინტერესოთ თქვენი საგნით ბავშვები?

- მხოლოდ წიგნიდან არ ვხელმძღვანელობ, შემაქვს დამატებითი მასალა, თანამედროვე სახელმძღვანელოში ბევრი რამ გაუგებრად წერია, მე კი ისე ვუხსნი ბავშვებს, კითხვები არ დარჩეთ... თამამად ვიტყვი - არ მახსოვს, ჩემს გაკვეთილზე მოსწავლეთა მხრიდან ხელის შეშლა.

- სახელმძღვანელოები ახსენეთ... ფიქრობთ ისინი დასახვეწია?

- სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოების ისეა აწყობილი რომ ერთმანეთთან პროგრამულად თანხვედრაში არ მოდის და მაგალითად, როცა ფიზიკაში მჭირდება ხარისხების ცოდნა, ეს მათემატიკაში ჯერ გავლილი არ აქვთ... ეს ხომ მაინც შეიძლება გაკეთდეს შესაბამისად. 

- მასწავლებლების სერტიფიცირებაზეც გკითხავთ.

- ეს ძალიან დიდი ტვირთია პედაგოგებისთვის... მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს დასცილდა, გაკვეთილები რომ სრულდება, მერე ვმუშაობთ კარიერულ წინსვლაზე, ამ ტრენინგებმა ხომ საერთოდ გამოგვაცალა ენერგია... სწორედ ამიტომ არ ინტერესდებიან ახალგაზრდები ჩვენი პროფესიით. ისინი რომ ნახავენ, მასწავლებლის შრომა ფასდება, ინტერესიც გაჩნდება. უნდა მოისპოს ქაღალდომანია და გვაცადონ ბავშვებთან მუშაობა. მხოლოდ ასე გავა სკოლა სასურველ შედეგზე, ჩვენი მოსწავლეები კი შეძლებენ ხარისხიანი განათლების მიღებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვბმა გაცვალეს „საიდუმლო სანტას“, საჩუქრები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ერთმანეთს ბედნიერი ახალი წელი უსურვეს 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშვრები შექმენეს

პროგრამაში მონაწილეობისათვის პედაგოგ ირმა რიონიძეს გადაეცა სერტიფიკატი

ღონისძიების მიზანი იყო მწერლის შემოქმედებით დაინტერესება და შემოქმედებითი უნარის განვითარება 

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება