მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დამრიგებლობა რომ საპასუხისმგებლო საქმეა, ეს ყველა მასწავლებელმა კარგად იცის. კლასის ხელმძღვანელებს კანონი, მოსწავლეთა სხვადასხვა მიმართულებით დახმარებისა და მშობლებთან თანამშრომლობის გარდა, სააღმზრდელო ვალდებულებებსაც აკისრებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებლის მუშაობა შემდეგი პრინციპებით უნდა წარიმართებოდეს:
სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.
კლასის ხელმძღვანელი ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების გათვალისწინებით უნდა გეგმავდეს სასწავლო წელს. ამასთან, მოსწავლეების სრულფასოვანი აღზრდის მიზნით, დამრიგებელი უნდა ატარებდეს კლასის საათებს, დაწყებით საფეხურზე არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე კი - არანაკლებ თვეში ერთხელ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით