სიახლეები
სკოლები

გულგულის საჯარო სკოლაში პოეტ ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლეს 
10-05-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლას ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური ესტუმრა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის მოსწავლეების დიდი ხნის ოცნება იყო შეხვედროდნენ პოეტს, მოესმინათ მისთვის და კითხვებიც დაესვათ, რათა ბევრი რამ გაეგოთ მისი ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ.

მოსწავლეებმა, მოისმინეს პოეტის წაკითხული ლექსები, ბავშვებმაც პატივისცემის ნიშნად შემოქმედის ლექსები მხატვრულად წარმოთქვეს და შეასრულეს სიმღერა მის მიერ დაწერილ ლექსზე.

აღსანიშნავია, რომ სტუმარს მიესალმნენ გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი ლია მოსიაშვილი, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ლევან მრელაშვილი და მერიის მოადგილე - ფიქრია ყურშიტაშვილი.

სკოლაში, მწერალს მადლობას უხდიან, რომ ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე აჩუქა სასკოლო საზოგადოებას.

სასკოლო საზოგადოებისთვის ეს დღე სიყვარულით, ემოციებით და სიხარულით სავსე იყო. 

შეხვედრის ორგანიზატორი პედაგოგი ეკატერინე თუშიშვილი გახლდათ. 

„8 აპრილს არაჩვეულებრივი დღე გათენდა გულგულის საჯარო სკოლის ისტორიაში.... ბავშვებს მოტივაცია გაუჩნდათ, რომ უფრო ღრმად ჩასწვდნენ პოეზიის ხევისბერის, ბატონ ტარიელ ხარხელაურის პოეზიას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ განმარტებას

მანდატურის სამსახურმა სოციალური მუშაკის შესარჩევა დაიწყო - განაცხადის ვადები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება