TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

რა დროს უთმობენ წიგნის კითხვას მსოფლიოში წარმატებული ადამიანები
02-05-2018
-
+


რამდენ დროს ხარჯავენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანები წიგნის კითხვაში? - ამის შესახებ მასალას „ბიზნესინსაიდერი“ აქვეყნებს.

უმდიდრესი ინვესტორი უორენ ბაფეტი დღეში 80%-ს კითხვას უთმობს. მისი თქმით, დღის განმავლობაში მინიმუმ 500 გვერდის გაცნობა აუცილებელია. ბაფეტის მტკიცებით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება ადამიანი უფრო ჭკვიანი გახდეს და წარმატებას მიაღწიოს.



ელონ მასკმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მარსისკენ რაკეტა გაუშვა და ამით მსოფლიო გააოგნა,  სწორედ ბავშვობაში წაიკითხა წიგნები, სადაც რაკეტის აგება იყო აღწერილი. ეს გახდა მისთვის შთაგონების წყარო და ზრდასრულმა მარსის დაპყრობაზე ზრუნვას ხელი რეალურად მიჰყო.



ამ ეტაპზე უკვე მსოფლიოში ყველზე მდიდარი მეორე ადამიანი (პირველობა მას „ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ჩამოართვა) ბილ გეითსი წლის განმავლობაში 50 წიგნს კითხულობს. აქვე აღსანიშნავია, რომ ის ბევრ ადგილას მოგზაურობს და მუდმივად იცნობს ახალ და საინტერსო ხალხს.



და ბოლოს, ფეისბუქის დამფუძნებელი  მარკ ზაკერბერგი - ყველასთვის ცნობილია, რომ მან 2015 წელს სოციალური ქსელის მომხმარებლები თამაშში ჩართო, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ახალი წიგნის წაკითხვას გულისხმობდა. 



ასე, რომ კითხვა წარმატების გასაღებია. მას რეკომენდაციას უკვე ცნობილი და გამარჯვებული ადამიანები უწევენ.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება