სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდისთვის სკოლამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას
21-05-2023
-
+


მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა. დაწესებულება განაცხადთან ერთად წარადგენს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. 

ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს.

ყველა დეტალი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობების გაზრდა ხდება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება