სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა უნდა გაითვალისწინოთ პირველკლასელისთვის სკოლის არჩევისას?
11-05-2023
-
+


ბავშვების ცხოვრებაში სკოლაში შესვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი პერიოდია. ამ დროს, ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ, ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს დგამენ. ეს ეტაპი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მშობლებისთვისაა. მათ სურთ, რომ შვილი ისეთ გარემოში იყოს, სადაც განვითარდება, მასზე იზრუნებენ და უსაფრთხოდ იქნება. 

შესაბამისად, სკოლის არჩევისას უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა პირველკლასელთა მშობლებისთვის ოთხი ნაბიჯი შეიმუშავა, რაც მათ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. 

სკოლის შერჩევისას უმთავრესი მაინც ბავშვის ინტერესებია. ასევე, საგანმანათლებო დაწესებულება კერძო იქნება თუ საჯარო, აუცილებელია, ბავშვები თავს დაცულად, თანაბარუფლებიანებად გრძნობდნენ.

ნაბიჯი 1:  პირველ რიგში, შვილისა და ოჯახის საჭიროებები გაითვალისწინეთ

სკოლის ძიება იმაზე ფიქრით დაიწყეთ, თუ რა გსურთ სკოლამ თქვენი შვილისთვის გააკეთოს. შესაძლოა, ბავშვს ისეთი ინტერესები აქვს, რის დაკმაყოფილებასაც კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს. მაგალითად, რომელიმე ენის გაძლერებულად სწავლა სურს, პრიორიტეტია, რომ სკოლაში სხვადასხვა წრე ფუნქციონირებდეს, იყოს გახანგრძლივებული სწავლება, შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა შეეძლოს ან ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ სკოლის ადგილმდებარეობა და მდგომარეობა. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა სკოლაში ფეხით, დამოუკიდებლად იაროს, რასაკვირველია, სახლთან ახლოს მდებარე სკოლა უნდა აირჩიოთ. გაითვალისწინეთ, თუ ავტობუსით მგზავრობა მოუწევს, რამდენი ხანი დასჭირდება გზაში, დილით რა დრო უნდა დაიწყოთ მისი გამზადება და როდის იქნება სახლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, თქვენს შვილს უნდა თუ არა, რომ სკოლაში მეგობრებთან ერთად იაროს. გასათვალისწინებელია სკოლის მდგომარეობაც, თუ ის სარემონტოა ან თავიდან უნდა აშენდეს, კარგად დაფიქრდით სნამ დაარეგისტრირებთ, მზად ხართ თუ არა, რომ რამდენიმე სემესტრი შვილი სხვა სკოლის შენობაში ატაროთ.

ნაბიჯი 2: სკოლების შესახებ ინფორმაცია შეაგროვეთ

საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად აუცილებელია, რომ ინფორმაცია მოიძიოთ. ამისთვის დარეკეთ სკოლებში, მათ პროგრამას გაეცანით. გარდა ამისა, შესაძლოა გყავდეთ ნაცნობი, ვისაც შვილი იმავე სკოლაში დაჰყავს - გამოიკითხეთ ინფორმაცია. ასევე, გარკვეული ცნობების გაგება ფეისბუქ-ჯგუფების საშუალებითაც შეგიძლიათ. აუცილებელია, იცოდეთ გაცდენებისა თუ დაგვიანების მიმართ როგორი პოლიტიკა მოქმედებს. გაიგეთ, რამდენი მოსწავლეა კლასში, რა აქტივობებს სთავზობენ, როგორ მიდგომებს იყენებენ. დაინტერესდით, როგორი სასწავლო გეგმა აქვთ, რა დამატებითი საგნები ისწავლება და როგორი შედეგები აქვთ კურსდამთავრებულებს. კიდევ ერთი უმნიშველოვანესი საკითხი უსაფრთხოებაა, მშობელი და შვილიც დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ სკოლაში, ამ მიმართულებით, არავიტარი გართულება არაა მოსალოდნელი. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ამდენი ცნობის გაგება პირველი კლასისთვის ზედმეტია, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის, რადგან პირველი წლები ბავშვის მომავალს განსაზღვრავს.

ნაბიჯი 3: სკოლებში პირადად მიდით და ვითარებას დააკვირდით

ერთია, სკოლის შესახებ ინფორმაცია მოიძიო, სხვისი აზრი მოისმინო ან პროგრამა წაიკითხო, თუმცა მეორეა, რომ ამ ყველაფერს ადგილზე გაეცნო. ამიტომაც, სკოლაში დარეკეთ, გაესაუბრეთ პასუხიმსგებელ პირს და თუ შესაძლებელია, შენობაში მიდით, დაათვალიერეთ. კარგი იქნება, თუ დაწყებითი კლასის პედაგოგებსა და დირექტორს გაესაუბრებით. დააკვირდით მოსწავლეებსაც. ეს ყველაფერი კი სკოლაზე შთაბეჭდილებას შეგიქმნით. დაინახავთ, რამდენად მეგობრული გარემოა, მოწესრიგებულია თუ არა შენობა, ინვენტარი და ზოგადად, როგორი დამოკიდებულებაა სასკოლო საზოგადოებას შორის.

ნაბიჯი 4: შერჩეული ვარიანტებიდან საუკეთესო აირჩიეთ

ამ დროს განსაკუთრებით კარგად უნდა დაფიქრდეთ. თუ ეს გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, შეგიძლიათ ყველა ის დადებითი და უარყოფითი მხარე ჩამოწეროთ, რაც კონკრეტულ სკოლებს აქვთ. აუცილებელია, გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღოთ, რჩევა ოჯახის წევრებსაც ჰკითხეთ. ასევე, შვილსაც უთხარით, რას სთავაზობენ სკოლები და გაარკვიეთ, თავად მას რა უნდა. შერჩეულ სკოლაში დარეგისტრირებისას ვადებში ჩაჯექით, რადგან, ამ შემთხვევაში, დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამ ნაბიჯების გავლის შემდეგ, შეგიძლიათ მშვიდად


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სალხინოს ტერიტორიაზე 1953 წელს გახსნილი ჰესი მოინახულეს

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება