სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ
11-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში, კომპლექსურ დავალებებს აქტიურად და ხალისით ასრულებენ. 

ამჯერად, II კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი ჩატარდა. მოსწავლეებმა გვანცა ნინიძის მოთხრობა „საჩუქარი“ გააგრძელეს. ასევე, დაამზადეს ფერად-ფერადი მისალოცი ბარათები, რომლებშიც ასახეს, თუ როგორ მიულოცავდნენ დედას დაბადების დღეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეების შექმნილი ტექსტები და ბარათები ძალიან საინტერესო იყო. გაკვეთილში ყველა მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა. სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ კი შინაარსობრივად დატვირთული გაკვეთილისათვის მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა. 

კლასის ხელმძღვანელი და საგნის მასწავლებელი ლელა ჩირგაძე მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

გარდა ამისა, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ქართული ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასშიც გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში პედაგოგ ნინო ლობჟანიძის ხელმძღანელობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

გაკვეთილმა დასახულ მიზნებს მიაღწია, მას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა.

„ერთმანეთის სიყვარულს, უფროსების მიმართ პატივისცემასა და ყურადღებას, წაკითხულის გააზრებასა და ტექსტის ინტერპრეტირებას, ახალი პროდუქტის შექმნის უნარის ჩამოყალიბება-განმტკიცებას ემსახურებოდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია.
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, ვიმედოვნებ, ჩვენი პატარები სწორედ ამ ღირებულებებით იცხოვრებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება