მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის - „ჩონგური საქართველოა“ ფარგლებში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა: თანამედროვე ქართველი მხატვრები იყო.
„მისი მიზანი, თანამედროვე ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, საოცარი ხელოვნებისა და ჩვენი ნიჭიერი მხატვრებისადმი სიყვარულის გაღვივება იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
საგნის მასწავლებელი თეა რიჟამაძე, ხოლო კლასის ხელმძღვანელი თამარ ბარბაქაძე გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი მიეძღვნა: ლევან სონღულაშვილის, ნინო ჩაკვეტაძისა და ლადო თევდორაძის მხატვრობას.
მოსწავლეთა სამმა ჯგუფმა თითოეული მათგანის შემოქმედება სკოლაში პრეზენტაციის სახით წარადგინა, ისაუბრა მათ ბიოგრაფიაზე, შემოქმედებაზე.
მათ ასევე ნახეს ვიდეოკოლაჟები აღნიშნულ მხატვრებზე.
„გაკვეთილზე გაჟღერდა საინტერესო შეკითხვები, რითაც მოსწალეებმა მიღებული ცოდნა განამტკიცეს, გაკვეთილი დინამიური და სახალისო იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სტუმრები და დირექციის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში
„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ
„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“