მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, მასწავლებლებმა მოსწავლეთა შედეგები უნდა გააანალიზონ. დამრიგებლებს კი ორმაგად მეტი ვალდებულება აქვთ, რადგან საგნის სწავლების გარდა მათ თითოეული მოსწავლის ქცევა და მიღწევები უნდა შეაფასონ.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, კლასის ხელმძღვანელებმა სასწავლო წლის ბოლომდე თითოეული მოსწავლის მიღწევები უნდა გააანალიზონ. კონკრეტულად კი, სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა.
შემდეგ დამრიგებლებმა საგნის მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება უნდა მოამზადონ.
გარდა ამისა, კლასის ხელმძღვანელებმა მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები მოკლედ უნდა აღწერონ, ინფორმაცია მიაწოდონ მშობელს და შეინახონ თავადაც (მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით).
თუ მოსწავლე სხვა სკოლაში გადასვლას აპირებს, დამრიგებელმა დროულად უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით