სიახლეები
სკოლები

„დიდი პატივია მისი უძლიერესი გუნდის წევრობა“- ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორს - მიხეილ ხალვაშს თანამშრომლები დაბადების დღეს ულოცავენ
15-05-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლას პროფესიონალი დირექტორი ჰყავს, რომელიც მომავალი თაობების აღზრდის საქმეს ღირსეულად ემსახურება. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სკოლამ აღზარდა უამრავი ნიჭიერი პედაგოგი, ექიმი, პროფესორი, მეცნიერი, ჩემპიონი...

მიხეილ ხალვაშს თანამშრომლები ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარე, ნიჭიერ პედაგოგსა და ხელმძღვანელს, რომლის გუნდის წევრობა დიდი პატივია. 

დღეს მიხეილ ხალვაშის დაბადების დღეა. თანამშრომლები დირექტორს იუბილეს სიყვარულით ულოცავენ, მის ამაგს აფასებენ და სურთ, რომ კიდევ დიდხანს ემსახუროს სკოლას.

„ბევრი ვიარე, ვიარე ცოტა. ვიარე მთით, თუ ვიარე ბარით, სადაც ვიყავი, ყველგან მახსოვდა, ვისი გორის ვარ და ვისი გვარის“. იშვიათად მოიძებნება დღეს გამოცდილი, წარმატებული და ნიჭიერი პედაგოგი და ხელმძღვანელი, ისეთი, როგორიც გახლავთ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი მიხეილ ხალვაში. კოლექტივის წევრებისათვის დიდი სიამოვნებაა ძლიერსა და შრომისმოყვარე ხელმძღვანელზე საუბარი, ასევე დიდი პატივია მისი უძლიერესი გუნდის წევრობა.... ბატონი მიხეილ ხალვაში 1987 წლის 15 ივნისიდან დღემდე გახლავთ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორი. მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მათემატიკის მასწავლებლის წოდება, 2011 წელს წარმატებით გაიარა საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევი კონკურსი. წლების მანძილზე წარმატებით მონაწილეობდა რაიონულ და რესპუბლიკურ პედკითხვებში. არჩეული იყო სრულიად საქართველოს პედაგოგთა უფლებების დაცვის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ასევე იყო რამდენიმე მოწვევის სასოფლო და რაიონული საბჭოს დეპუტატი. ამაყად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ბატონი მიხეილი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწევა. ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური წერილი, რომლებიც ძირითადად ეხება განათლების, კულტურის, აღზრდისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემებს. ქართულ პერიოდულ გამოცემებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ლექსები. 2008 წელს გამოსცა ლექსების კრებული „გზები“, ასევე მისი ავტორობით გამოიცა მეორე წიგნი „რაც მიფიქრია“, რომელშიც ლექსებთან ერთად პუბლიცისტური წერილებიც შევიდა. ბატონი მიხეილი დიდი ოჯახის ღირსეული შვილია, თუმცა თავადაც დიდებული და შესანიშნავი ოჯახის პატრონია. ოჯახსა და კოლექტივზე იგი ერთნაირად ზრუნავს. სკოლა მეორე ოჯახიაო,- ამბობს ხშირად, სწორედ ამიტომაც მუდამ დიდი სიყვარული და თანადგომა იგრძნობა აქ ყოველთვის. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სკოლამ უამრავი ნიჭიერი პედაგოგი, ექიმი, პროფესორი, მეცნიერი, ჩემპიონი და სხვადასხვა პროფესიების ადამიანები გამოზარდა. ვფიქრობთ რომ ბატონ მიხეილს ნამდვილად ეკუთვნის დამსახურებული მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და ღვაწლმოსილი პედაგოგის სტატუსი. ჩვენ, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ძლიერი და წარმატებული სწორედ მისი მხარში დგომის ნიადაგზე ვართ. ახლა კი ამაყად ვსაუბრობთ მის მიღწევებზე, თუმცა ზღვაში წვეთია დამსახურებების აქ გაკეთებული ჩამონათვალი. ბ ა ტ ო ნ ო მ ი ხ ე ი ლ, დიდი სიყვარულით გილოცავთ 69-ე დაბადების წელს და ულევ სიხარულს გისურვებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. გვეამაყებით და გვინდა, რომ დიდხანს გვყავდეთ ჯანმრთელი და ძლიერი. გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!

etaloni.ge მილოცვას უერთდება და ბატონ მიხეილ ხალვაშს წარმატებას უსურვებს იმ კეთილშობილურ საქმეში, რომელსაც ის ემსახურება. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება