სიახლეები
სკოლები

„როგორ გავხადოთ სახალისო მათემატიკის სწავლება“ - თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორის - მაია მეტონიძის საინტერესო სტატია
15-05-2023
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორი - მაია მეტონიძე, ასევე მათემატიკის წარმატებული პედაგოგი გახლავთ, რომელიც მოსწავლეებში სწავლის წყურვილის გაღვივებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. ის, კოლეგებს, მასწავლებლებს, ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად უზიარებს, თუ როგორ შეიძლება ბავშვები სწავლით დააინტერესონ და მარტივად შეასწავლონ ახალი მასალა.

ის სწავლებისას საინტერესო და მრავალფეროვან მეთოდებს იყენებს, რომლებიც მოსწავლეებს ახალი მასალის დამახსოვრებას უმარტივებს. ამჯერად, მან საინტერესო სტატია - „როგორ გავხადოთ სახალისო მათემატიკის სწავლება“, მოამზადა, სადაც მოსწავლეებთან დაკავშირებით, პედაგოგებს თავის გამოცდილებასა და საინტერესო მიგნებებს სთავაზობს.

„პირველკლასელთათვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესში ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება.  მათ უნდა გამოუმუშავდეთ აქტიურად და  გულისყურით მოსმენის უნარი. შეიძლება ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ პირველკლასელს უკვე განვითარებული აქვს ყურადღებით მოსმენის უნარი, მაგრამ მას აუცილებელად სჭირდება გავარჯიშება. ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებს ჩაუტარდეთ მოსმენაზე ორიენტირებული აქტივობები. მათ წაკითხული ტექსტის მიხედვით უნდა შეძლონ გარითმული სიტყვების ამოცნობა, მიხვდნენ, ერითმება თუ არა ტექსტში დასახელებული სიტყვა მათ მიერ დასახელებულ სიტყვას. რითმის ცოდნა ნამდვილად არის ადრეული ფონოლოგიური უნარი. გარითმული სიტყვების ამოცნობა და დასახელება მოსწავლეებისათვის სწავლების პროცესს უფრო სახალისოს ხდის. კერძოდ, მე როგორც მათემატიკის მასწავლებელი, პირველკლასელებს ვასმენინებ ლექსებს, რომლებშიც დასახელებულ სიტყვებს ერითმება რიცხვები, თანაც ტექსტის შინაარსიის მიხედვით მათ სჭირდებათ შეკრება - გამოკლების შესრულებაც“, - წერს დირექტორი, მაია მეტონიძე.

იხილეთ სტატია ბმულზე

 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება