მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი, სკოლაში საინტერესო პროექტებსა და შეხვედრებს აწყობენ.
ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია - ნათია აბულაძე, რომელიც ასევე საბავშვო მწერალი გახლავთ.
პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო პროექტებს ხშირად სთავაზობს.
ამჯერად, მან საავტორო პროექტი - „კითხვის საათი“ განახორციელა. პროექტს წმინდა ბარბარეს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები, საბავშვო მწერალ ნათია აბულაძესთან ერთად მსახიობ ნინო ლეჟავასაც შეხვდნენ.
„ბავშვებმა ავტორისა და დამსწრე საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვიეს, თავისი ქცევის კულტურითა და ერუდიციით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კლასის დამრიგებელი: თამარ ბასოშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხარს უჭერენ მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებულ შეხვედრებს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში
„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ
„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“