სიახლეები
სკოლები

კინჩხის საჯარო სკოლაში საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა
15-05-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები, მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე სოციალური პროექტი სახელწოდებით - „Easter in Georgia“ (აღდგომა საქართველოში), განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება იყო სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში და სკოლის სივრცეში სააღდგომო განწყობის შექმნა.

პროექტზე მუშაობის პროცესში პირველი და მეორე საფეხურის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ბავშვებს ძალიან უყვართ აღდგომის დღესასწაული. მათ შექმნეს ინგლისურენოვანი პოსტერები. მოსწავლეებს, კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად, განუვითარდათ შემოქმედებითი და ჯგუფური მუშაობის უნარები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება