სიახლეები
სკოლები

„ჩვენი მწერლები“ - ლიტერატურული კვირეული ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში
15-05-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საინტერესო შეხვედრა განხორციელდა. 

8 მაისს, სკოლაში მოეწყო შეხვედრა მწერალ - თამარ გეგეშიძესთან.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მწერლის შემოქმედებიდან: „სული ჩიტი“, „საშლელები“, „ჩუმად უნდა იჯდე“, უკვე  მოზარდების საყვარელ წიგნებად იქცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე  საოცრად თბილი, უშუალო,  ხალისიანი განწყობა სუფევდა. ახალგაზრდებმა  შეკითხვები დაუსვეს საყვარელ ავტორს და მას თავიანთი შესრულებული ილუსტრაციებით თავი მოაწონეს.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ემოციური იყო თამარის შეხვედრა ყოფილი პედაგოგებთან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის პედაგოგები რუსუდან თოიძე და ქეთი ქაჯაია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში „ჩვენი მწერლების“ (სკოლის კურსდამთავრებულების) კვირეული დაიწყო!

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ თამუნა ჩვენი სკოლის აღზრდილია, ხოლო დედამისი, მარინა მამალაძე დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია ჩვენთან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მორიგი შეხვედრა 10 მაისს გაიმართა, მოსწავლეები ბათუმელ პოეტებს: გენრი დოლიძეს და გიორგი გაბაიძეს, შეხვდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმრებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, ახალგაზრდებს  ესაუბრნენ თანამედროვე ქართული პოეზიის, ზოგადად, ლიტერატურისა და ავტორების შესახებ.

დასამახსოვრებელი შეხვედრა უაღრესად საინტერესო, უშუალო გარემოში წარიმართა. 

პოეტებმა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს საჩუქრად, აღსანიშნავია, რომ გენრი დოლიძე ამავე სკოლის საამაყო კურსდამთავრებულია.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის პედაგოგები: ქეთი ქაჯაია და რუსუდან თოიძე.

ასევე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა ფილოლოგ, საბავშვო მწერალ, სკოლის კურსდამთავრებულ ნინო ლომიძესთან.

შეხვედრა, სკოლაში 11 მაისს გაიმართა. 

სკოლის მოსწავლეებისთვის, მწერლის შემოქმედებიდან განსაკუთრებით საყვარელი ნამუშევარია - „უშბა და მეგობრები“.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, ავტორმა თავად „გააცნო“, პატარებს ძაღლი უშბა, წაუკითხა მონაკვეთები წიგნიდან, უპასუხა მათ  შეკითხვებს. 

„ასეთი თბილი და უშუალო, კეთილგანწყობილი და მხიარული შეხვედრა მწერალთან დიდხანს დაამახსოვრდებათ  ყმაწვილებს“,- შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება