სიახლეები
სკოლები

რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, სასამართლო პროცესს დაესწრნენ
15-05-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს ახორციელებენ.

ამჯერად, რუისის N2 და N1 საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში, ინტეგრირებული პროექტი - „მირანდას უფლებები“ (პედაგოგები მარიკა ღვინიაშვილი და ზამირან მღებრიშვილი) განახორციელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მორიგ ეტაპზე დაგეგმილი იყო მოსწავლეების დასწრება სასამართლო პროცესზე.

„ამ ეტაპის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა რუისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - თემურ საათაშვილმა, რომლის დახმარებითაც დაიგეგმა მოსწავლეების დასწრება გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე (სისხლის სამართლის საქმე), რომელიც მიჰყავდა მოსამართლეს, ბატონ გერმანე დადეშქელიანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შეხვდა მოსამართლე - ლევან დარბაიძე.

„იგი მოსწავლეებს ესაუბრა სასამართლოს შესახებ როგორც სახელმწიფოს მმართველობის მნიშვნელოვან შტოზე და ზოგადად სასამართლოს როლზე, ნაფიც მსაჯულთა შესახებ და ა. შ. ემოციებით დატვირთულმა მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები, გადაიღეს სამახსოვრო სურათები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამოქალაქო განათლების პედაგოგები: მ. ღვინიაშვილი, ზ. მღებრიშვილი და პროექტში მონაწილე მოსწავლეები უღრმეს მადლობას უხდიან: გ. დადეშქელიანს, ლ. დარბაიძეს, თ. საათაშვილს.

„პროექტმა მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა მიიღეს სრული, ამომწურავი ინფორმაცია სასამართლო პროცესების შესახებ, გააკეთეს დასკვნა, რომ ადამიანს აქვს უდიდესი ვალდებულებები და აგრეთვე აქვს შესაბამისი უფლებები ყველგან და ყოველთვის, მათ შეუძლიათ მოითხოვონ როგორც მოქალაქეებმა თავისი უფლებების დაცვა, თუმცა თვითონაც უნდა იცხოვრონ ისეთი ცხოვრების წესით, რომ თავადაც არ შელახონ სხვისი უფლებები“, - ამბობებ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეიცვალნენ უფროსები -  კონკურსის შედეგები ცნობილია

სკოლების სია ცნობილია - რა საკითხებს განხილავს საბჭო

2025 წლის აბიტურიენტებისთვის - პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით ცნობილია

„საფრთხის დონე საშუალო“ - 16-17 სექტემბერს მოსალოდენლია წვიმა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

დირექტორი გერასიმე კიკალიშვილი და პედაგოგები მოსწავლეები დიდი სიყვარულით დახვდნენ

განსაკუთრებული მილოცვა წილად ხვდათ პირველკლასელებს

ღონისძიებაზე წარმატებული მოსწავლეები მათი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს

დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოიწყვეს ყველაზე პატარებს


სიახლეები
საზოგადოება