სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ იწყება - იხილეთ 2023 წლის პირველი პერიოდის მუნიციპალიტეტები
15-05-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში იწყება. სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 16 მაისიდან დაიწყება და ივლისის ჩათვლით გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.


2023 წლის პირველი პერიოდის მუნიციპალიტეტებია:

  • გურჯაანი
  • ქარელი
  • ასპინძა
  • დედოფლისწყარო
  • ახმეტა
  • ადიგენი
  • ბაღდათი
  • კასპი
  • აბაშა
  • წალკა
  • ახალციხე
  • ვანი
  • ზუგდიდი
  • სიღნაღი
  • ოზურგეთი
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • თიანეთი
  • ხაშური
  • აფხაზეთის ა/რ
  • რუსთავი
  • საჩხერე
  • ლაგოდეხი
  • შუახევი
  • ჩხოროწყუ
  • ტყიბული

კონკურსი კვლავაც სამ ეტაპად წარიმართება: პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ჩატარდება, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები კი ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილი დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეეძლება. 

ტრადიციული, პირველი პერიოდის დასკვნითი ღონისძიება ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება